პოლიტიკა
31.05.23 12:40
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ, მონაწილეობა მიიღო ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში.
„საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის და არაერთ მნიშვნელოვან სფეროს მოიცავს. ისრაელის სახელმწიფო არის საქართველოს გულითადი მეგობარი და საიმედო პარტნიორი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველო და ისრაელი აქტიურად თანამშრომლობენ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მაღალ ნიშნულზე ასული საპარლამენტო დიპლომატია და საკანონმდებლო ორგანოებში ჩამოყალიბებული მეგობრობის ჯგუფების საქმიანობა. ასევე, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკის, სავაჭრო კავშირების, ტურიზმის და კულტურის სფეროში მზარდი თანამშრომლობა.
„მადლიერი ვართ ისრაელის სახელმწიფოს მიერ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ჰოლოკოსტის შესახებ ცნობიერების ამაღლების საკითხზე და აღნიშნა, რომ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო გეგმები აღნიშნული თემატიკით მაქსიმალურად არის დატვირთული. განიხილება არჩევითი კურსის - „Holocaust Studies” მომზადება საშუალო საფეხურისთვის. მისივე თქმით, ებრაული ენის დაცვის და პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო კურსი მიმდინარეობს.
„ჩვენ ვგმობთ ებრაელი ხალხის მიმართ მე-2 მსოფლიო ომის დროს ჩადენილ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რომელსაც 6 მილიონი ებრაელის სიცოცხლე შეეწირა. საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტში საქართველო სრულად იზიარებს ჰოლოკოსტთან დაკავშირებულ პოზიციებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ღონისძიებას პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ებრაული თემის წარმომდგენლები ესწრებოდნენ.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ალიევმა ბოდიში მოიხადა რუსი სამშვიდობოების დაღუპვისთვის – კრემლი
16:4021.09.23
-
16:2021.09.23
-
ალიევი ყარაბაღელ სომხებს უკეთეს ცხოვრებას ჰპირდება
16:0021.09.23
-
15:4021.09.23
-
15:2021.09.23
-
15:0021.09.23
-
ზურაბ აზარაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შეხვედრებში მონაწილეობს
14:4021.09.23
-
ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა
14:2021.09.23
-
14:0021.09.23
-
პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია
13:4021.09.23
-
ყარაბაღში ისევ სროლებია – CivilNet
13:2021.09.23
-
13:0021.09.23
-
12:3021.09.23
-
12:0021.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს
11:4021.09.23
-
ილია დარჩიაშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
11:2021.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა
11:0021.09.23
-
ნათია თურნავა: ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით საერთაშორისო სანქციების აღსრულების ვალდებულების მიმართ
10:4021.09.23
-
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებისთვის მთავარი გაკვეთილი არცახელი სეპარატისტების დანებებაა
10:2021.09.23
-
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებისთვის მთავარი გაკვეთილი არცახელი სეპარატისტების დანებებაა
10:0021.09.23
-
18:0020.09.23
-
17:4020.09.23
-
17:2020.09.23
-
17:0020.09.23
-
გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების წარმომადგენლებს ახალი ხედვა შესთავაზა
16:4020.09.23
-
ათონელის სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი დაინიშნა
16:2020.09.23
-
16:0020.09.23
-
15:3020.09.23
-
15:0020.09.23
-
ივანიშვილს მინდა ვუთხრა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან - სააკაშვილი
14:4020.09.23
-
14:2020.09.23
-
14:0020.09.23
-
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს
13:3020.09.23
-
ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი
13:0020.09.23
-
ბაქოში უპასუხეს სტეპანაკერტის შეთავაზებას მოლაპარაკებებზე
12:4020.09.23
-
12:2020.09.23