პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი „ქართული ოცნების“ ტოტალური გავლენის ქვეშ არ მოექცეს და ფინანსური სექტორის სანქცირება არ მოხდეს

22.06.23 16:20


ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი „ქართული ოცნების“ ტოტალური გავლენის ქვეშ არ მოექცეს და ფინანსური სექტორის სანქცირება არ მოხდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

გიორგი ვაშაძის თქმით, მთავარ განსახილველ საკითხს საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული მძიმე ვითარება წარმოადგენდა.

 

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ეროვნული ბანკის კონტროლისთვის, რაც ფინანსურ სექტორს საერთაშორისო სანქციების რისკის ქვეშ აყენებს.

 

„ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც რუსული სანქციების გვერდის ავლის მექანიზმს არ ტოვებდა აქამდე, ეს არის ეროვნული ბანკი, რომელზეც ტოტალური შეტევა დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი არ მოექცეს „ქართული ოცნების“ ტოტალური გავლენის ქვეშ და არ მოხდეს ფინანსური სექტორის სანქცირება. თუ ეს მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ყველა, ტოტალურად გავღარიბდებით, მოხდება ეკონომიკაში დეფოლტი. სწორედ ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ „ქართული ოცნების“ მავნებლობები, ფულის კეთება რომ უნდათ რუსეთიდან, ავირიდოთ თავიდან, რომ ჩვენ ყველას, საქართველოს მოქალაქეებს ზიანი არ მოგვაყენოს ამ საკითხებმა. ძალიან დეტალურად აკვირდება ამას სავალუტო ფონდი და განცხადებებშიც გამოჩნდა ეს ყველაფერი. მთავარია ჩვენ ვიყოთ ფხიზლად, ივანიშვილის, კობახიძისა და ღარიბაშვილის გამდიდრება გააღარიბებს ჩვენს მოქალაქეებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფინანსური სექტორი იყოს სტაბილური, რომ ისედაც მძიმე ვითარებაში მყოფი ჩვენი მოქალაქეები, მთლად არ გაკოტრდნენ“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები