პოლიტიკა

რაღაც კონსპირაციულ, საკმაოდ არასასიამოვნო ნალექს ტოვებს ეს გადაწყვეტილება - ვოლსკი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე  

23.06.23 12:00


პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას შეწყალებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „პირველი შემთხვევა არაა, როცა პრეზიდენტი უსამართლო პოზიციით გამოდის“. 

 

„რაღაც კონსპირაციულ, საკმაოდ არასასიამოვნო ნალექს ტოვებს ეს გადაწყვეტილება.დანაშაული ძალიან თვალხილული იყო. დანაშაული საკმაოდ დიდია, საკმაოდ მძიმეა დანაშაული და ამაზეც არ ინება საუბარი, რომ რაღაცით გაემართლებინა თავისი გადაწყვეტილება - ან ევრორეკომენდაციით ან გარკვეული შენიშვნების გამო, რაც აი ამ შუალედურ ანგარიშში გავიგონეთ“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს ნიკა გვარამია შეიწყალა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები