პოლიტიკა

„დაასანქცირეთ“ - მოქალაქეები პეტიციით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ

27.06.23 10:20


"დაასანქცირეთ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი" - მოქალაქეები ამ შინაარსის პეტიციით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავენ. ისინი ამბობენ, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, რომელმაც მიიტაცა საქართველოს ხელისუფლება და არაფორმალურად მართავს ქვეყანა. ავტორები აღნიშნავენ, რომ ივანიშვილი დიდ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად საერთაშორისო საზოგადოებას.

 

"საქართველო გახდა რუსეთისთვის განკუთვნილი სანქცირებული საქონლის გამტარი, რაც ძირს უთხრის საერთაშორისო ძალისხმევას რუსეთის რუსეთის პასუხისგებაში მიცემის მიზნით. სანქციების ეს აშკარა უგულებელყოფა ღრმად შემაშფოთებელია და მოითხოვს დაუყოვნებლივ ყურადღებას მსოფლიო საზოგადოებისგან.

 

უფრო მეტიც, ივანიშვილმა მოახდინა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კომპრომეტირება, ფაქტობრივად მიითვისა სასამართლო სისტემა საკუთარი მიზნებისთვის.

 

მისი მმართველობის კიდევ ერთი საგანგაშო გამოვლინებაა მოქალაქეთა მშვიდობიანი პროტესტის უფლების ჩახშობა. დემონსტრანტებს ძალადობრივად აპატიმრებენ და მშვიდობიანი შეკრებები ძალით იშლება, რის გამოც აქტივისტები შიშით ტოვებენ ქვეყანას", - წერია პეტიციის ტექსტში.


ტექსტში საუბარია მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისზე, რომელიც ავტორების განცხადებით, უსამართლო პოლიტიკური პატიმრობის მაგალითია.

 

"გარდა ამისა, ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მზარდი სიახლოვით რუსეთთან, სახელმწიფოსთან, რომელიც ცნობილია ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერით", - წერენ ავტორები.ხელმომწერები ამბობენ, რომ ივანიშვილის დასანქცირებით შესაძლებელი იქნება დაიცვან ქართველი ხალხის უფლებები და მისწრაფებები.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები