პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი - საქართველომ უზარმაზარი პროგრესი განიცადა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - მზად ვართ გავაგრძელოთ წინსვლა და მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი

27.06.23 13:30


საქართველომ უზარმაზარი პროგრესი განიცადა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - მზად ვართ გავაგრძელოთ წინსვლა და მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 9 წლისთავს ეხმაურება.

 

მინისტრის თქმით, მთავრობის თავდაუზოგავი შრომის შედეგად საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და მოიპოვა ევროპული პერსპექტივა.

 

„9 წლის წინ, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. მთავრობის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, საქართველომ უზარმაზარი პროგრესი განიცადა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, გააკეთა განაცხადი ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ და მოიპოვა ევროპული პერსპექტივა. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ წინსვლა და მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი“, - წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები