პოლიტიკა

რუსეთში საქმე აღძრეს უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველებზე

29.06.23 12:30


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა 160 უცხოელის წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან, იტყობინება რუსული სახელისუფლებო მედია „ტასს“.

 

უწყების განცხადებით, თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ორგანოებთან თანამშრომლობით, შეგროვდა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს „საქართველოდან, აშშ-დან, ლატვიიდან, შვედეთიდან და სხვა ქვეყნებიდან“ უკრაინის მხარეზე ომში მონაწილეობას. სულ, საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საქმე აღძრეს 160 პირის წინააღმდეგ 33 ქვეყნიდან.

 

კონკრეტულად რა მუხლით ედავებიან ამ პირებს, უწყებაში არ დაუკონკრეტებიათ.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები