ეკონომიკა

ნათია თურნავა და პაპუნა ლეჟავა სამუშაო ვიზიტით ფრანკფურტში იმყოფებიან

19.07.23 17:00


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა სამუშაო ვიზიტით ფრანკფურტში იმყოფებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა და პაპუნა ლეჟავა დოიჩე ბანკის (Deutsche Bank), "პროკრედიტ ჰოლდინგის" (Procredit Holding) და „ფაინენს ინ მოუშენის" (Finance in Motion) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გარდამავალ პერიოდში საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობაზეა ორიენტირებული. ამასთან, ყურადღება გავამახვილეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო პერსპექტივებზე", - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები