საზოგადოება

ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

22.11.16 17:45


ქუთაისში 31-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. წუხელ, ძლიერმა ქარმა სკოლის შენობის სახურავი დააზიანა.

31-ე საჯარო სკოლის დირექტორის ირმა შველიძის განცხადებით, ბავშვების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სასწვალო პროცესი შეწყდეს.

ქუთაისში ძლიერის ქარის შედეგად, რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და ავტოფარეხი სახურავის გარეშე დარჩა. ქარმა მოგლიჯა ხეებიც.

უამინდობის შედეგად შეფერხებები იყო დავით აღამაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში. გუშინ ქუთაისი - მენინგემის მიმართულები რეისი გადაიდო, თუმცა დღეს აეროპორტში ფრენები ისევ განახლდა.

ძლიერი ქარის შემდეგ ქუთაისის ნაწილს სასმელი წყალი მესამე დღეა რაც არ მიეწოდება.

უამინდობა იმერეთში 24 ნოემბრამდე გაგრძელდება.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 604


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები