საზოგადოება

დაჭრილი ტრანსგენდერი ზიზი შეყილაძე გარდაიცვალა

23.11.16 17:35


დაჭრილი ტრანსგენდერი ზიზი შეყილაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი ავრცელებს და მომხდარის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ტატიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, ზიზი შეყილაძის საქმეზე სასამართლომ უნდა მოახდინოს შესაბამისი ადეკვატური რეაგირება და ბრალდებული პირი მიეცეს კანონით დადგენილ პასუხისგებაში.

”ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი, როგორც ტრანსგენდერი ქალების თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ტრანსგენდერი ქალის ზიზი შეყილაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ტრანსგენდერი ქალების თემს და ზოგადად მის მეგობრებს.

მიგვაჩნია, რომ ზიზი შეყილაძის საქმე უნდა გამოირჩეოდეს სამაგალითო დასჯის მექანიზმით, რათა მოხდეს საქმეზე სწორი სამართალწარმოებისა და მართლმსაჯულების განხორციელება ქვეყანაში დანაშაულებისა და ტრანსფობიური გარემოს აღმოფხვრის პრევენციის მიზნით. ასევე მიგვაჩნია, რომ ზიზი შეყილაძის საქმეზე სასამართლომ უნდა მოახდინოს შესაბამისი ადეკვატური რეაგირება და ბრალდებული პირი მიეცეს კანონით დადგენილ პასუხისგებაში, ხოლო სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინოს შესაბამისი გარემოებები და მიიღოს საქმეზე რელევანტური გადაწყვეტილება.

კიდევ ერთხელ ორგანიზაციის წევრი ტრანსგენდერი ქალების თემის სახელით მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თემის წევრის და მეგობრის ზიზი შეყილაძის გარდაცვალების გამო”, – აღნიშნულია გიორგი ტატიშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ტრანსგენდერ ქალი 10 ოქტომბერს თბილისში დაჭრეს.

ის მძიმე მდგომარეობაში, ინგოროყვას საავადმყოფოში იმყოფებოდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები