მსოფლიო

ანგარიშის აღდგენის შემდეგ, დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“ პირველ პოსტად დაკავებისას გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

25.08.23 16:53


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ (ამჟამად X ) დაბრუნდა. ტრამპმა ჯორჯიის შტატში დაკავებისას გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

„ჩარევა არჩევნებში. არასდროს დანებდე!“ – დაწერა ტრამპმა და გამოაქვეყნა შემოწირულობების გვერდის ბმული.

ეს მისი პირველი პოსტი გახდა დაახლოებით ორ-ნახევარი წლის განმავლობაში. „ტვიტერმა“ დონალდ ტრამპს ანგარიში 2021 წლის 8 იანვარს, მისი მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ დაუბლოკა. მისი ანგარიში სოციალური  ქსელის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა გასული წლის ნოემბერში აღუდგინა, თუმცა დონალდ ტრამპს ის არ გამოუყენებია.

 

სანაცვლოდ, ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელს Truth Social-ს იყენებდა.

 

დონალდ ტრამპი ბრალდებულია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ შეცვლის მცდელობაში. აშშ ყოფილმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა  დაახლოებით 20 წუთი გაატარა ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტის ფულტონის ოლქის საპატიმროში, რის შემდეგაც საპატიმრო დატოვა. ის ციხეში თავად გამოცხადდა. ტრამპს ციხეში თითების ფოტო გადაუღეს, ანაბეჭდები აუღეს, შეუვსეს პატიმრის ანკეტა და მიანიჭეს პატიმრის ნომერი P01135809.

 

შეთანხმების საფუძველზე, ტრამპი 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

https://1tv.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები