მსოფლიო

“მოსკოვი სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან არ გადის, ფაშინიანის განცხადებები მიუღებელია”

05.09.23 13:00


რუსული საინფორმაციო სააგენტო tass წერს, რომ კრემლში მისი დიპლომატიური წყაროს ცნობით, რუსეთი “არ აპირებს სამხრეთ კავკასიის რეგიონის და შესაბამისად, უახლოესი მეგობრისა და მეზობლის, სომხეთის დატოვებას, თუმცა, ერევანი არ უნდა იქცეს დასავლეთის იარაღად, რუსეთის ფედერაციის რეგიონიდან განდევნისთვის”.

 

Tass-ის წყაროს ცნობითვე, სომხეთის პრემიერ მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებები რუსეთის შესახებ იტალიურ გამოცემასთან [La Repubblica] ინტერვიუში მოსკოვისთვის მიუღებელია და მოსკოვში მისით უკიდურესად უკმაყოფილო არიან.

 

“ვხედავთ რომ რუსეთი თავად გადის რეგიონიდან, იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რასაც დგამს ან არ დგამს. ლაჩინის კორიდორი, რომელიც რუსი სამშვიდოებოების კონტროლქვეშ უნდა იყოს, არ იმყოფება მათ კონტროლქვეშ. მიზეზი ორია: ან რუსეთს არ შეუძლია, ან არ სურს ლაჩინის კორიდორის კონტროლის შენარჩუნება”, – განაცხადა ფაშინიანმა La Repubblica-სთან ინტერვიუში.

 

რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, ყარაბაღში, ლაჩინის კორიდორის ჩაკეტვასთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაში სომხეთის ხელმძღვანელობა დაადანაშაულა:

 

“რუსი სამშვიდობოების დადანაშაულება ლაჩინის კორიდორში არასტაბილური სიტუაციის გამო, არასწორია. ლაჩინის კორიდორში ამჟამინდელი სიტუაცია სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილად აღიარების შედეგია. ეს დაფიქსირებული იყო 2023 წის მაისში და 2022 წლის ოქტომბერში ევროკავშირის ეგიდით გამართულ სამიტებზე “, – განაცხადა ზახაროვამ.

 

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი , რომელსაც 2020 წლის ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ რუსი სამშვიდობოები აკონტროლებდნენ, 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები