საზოგადოება

თბილისში ვაჟა-ფშაველას ფოტოსურათებისა და პირადი ნივთების გამოფენა გაიმართება

24.11.16 15:40


ლეგენდარული ქართული მწერლისა და პოეტის ვაჟა-ფშაველას ფოტოსურათებისა და ხელნაწერების ხილვა შესაძლებელი იქნება გამოფენაზე, რომელიც თბილისის გიორგი ლეონიძის ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება.

გამოფენა, რომელიც 2017 წლის 28 იანვრამდე გასტანს, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 155 წლისთავს ეძღვნება. გარდა ფოტოსურათებისა და საავტორო ხელნაწერებისა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების იშვიათი გამოცემები და ასევე სხვადასხვა მხატვრის მიერ შესრულებული მწერლის პორტრეტები.

გამოფენის სტუმრები ასევე იხილავენ სხვადასხვა ფერმწერის ილუსტრაციებს, რომელიც ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებისთვის შეიქმნა, აცახდებენ ორგანიზატორები. ქართველი მწერალი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი (ფსევდონიმი — ვაჟა-ფშველა, რედ.) 36 პოემის, დაახლოებით 400 ლექსის, ასევე პიესებისა და მოთხრობების ავტორია. ქართული ლიტერატურის ისტორიაში ის შევიდა როგორც XIX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი. ვაჟა–ფშაველა ქართული ლიტერატურის ბუმბერაზი წარმომადგენელია, რომლის ნაწარმოებებიც მსოფლიოს მრავალ, მათ შორის რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენაზეა თარგმნილი. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 667


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები