მსოფლიო

“სომხურ-ამერიკული წვრთნების ჩატარება, სომხეთის სუვერენული უფლებაა” – ერევანში მოსკოვს პასუხობენ

08.09.23 14:00


სომხეთის ეროვნული კრების  [პარლამენტის] საგარეო ურთიერობათა კომისიის თავმჯდომარე [მმართველი ფრაქციიდან] სარგის ხანდანიანი, რუსეთის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე სომხეთსა და NATO-ს ერთობლივი სამხედრო წვრთნების შესახებ, ამბობს: “სომხურ-ამერიკული წვრთნების ჩატარების გადაწყვეტილება, სომხეთის სუვერენული უფლებაა” . ინფორმაციას azatutyun.am ავრცელებს.

 

მოსკოვი სომხეთისა და NATO-ს თანამშრომლობის შესახებ გავრცელებულ უკანასკნელ ამბებს 7 სექტემბერს გამოეხმაურა.

 

“ჩვენ ვხედავთ NATO-ს მცდელობებს, გავლენის ქვეშ მოაქციოს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რუსეთის სხვა მეზობლებიც, ამ შემთხვევაში, სომხეთი. NATO-თან დაახლოება სათუოა, რომ უსაფრთხოების კუთხით პოზიტიურ შედეგს მოუტანს ვინმეს. სომეხი ხალხი საკმარისად ბრძენი, შორსმჭვრეტელი და თანამედროვე საერთაშორისო რეალიების აღქმის მქონეა, რომ არ წამოეგოს NATO-ს მცდელობებზე, სომხეთის რესპუბლიკის ალიანსის გავლენის სფეროში მოსაქცევად”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა სომხეთისა და ალიანსის დაახლოების საკითხზე კომენტირებისას.

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2023 წლის 11-16 სექტემბერს სომხეთი აშშ-სთან ერთობლივ სამხედრო წვრთნებს “EAGLE PARTNER 2023”-ს გამართავს.

 

ასევე, რამდენიმე დღის წინ ნატო-ს გაფართოების საკითხებში ევროპული კომიტეტის თავმჯდომარემ გიუნტერ ფელინგერმა სომხეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ მოუწოდა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მიმართა ტვიტერზე მიმართა, რასაც სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვაან კოსტანიანი მოგვიანებით მედიასთან გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “სომხეთს NATO-ში გაწევრიანებაზე მიწვევა არ მიუღია, თუმცა, ალიანსთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობს და აქვს მზაობა, გააგრძელოს ეს საქმიანობა.

 

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები