მსოფლიო

სომხეთმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია - პუტინი  

12.09.23 15:00


„სომხეთის ხელისუფლებამ ფაქტობრივად აღარა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. ინფორმაციას „სპუტნიკ აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

 

„საქმე არ არის მხოლოდ ბოლო კონფლიქტის შედეგებში, საქმე ისაა, რომ სომხეთის ხელისუფლებამ ფაქტობრივად აღიარა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი მთიან ყარაბაღზე“, - განაცხადა პუტინმა.

 

ამ სიტუაციაში, პუტინის თქმით, ჩნდება ჰუმანიტარული ხასიათის საკითხები, ასევე საკითხი, რომელიც რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატს უკავშირდება.

 

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია მთიან ყარაბაღში უსაფრთხოების მისიას გააგრძელებს და მის დასრულებას არ აპირებს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები