მსოფლიო

“რუსმა სამშვიდობოებმა ყარაბაღში ამოცანას თავი ვერ გაართვეს”

14.09.23 16:40


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ მთიან ყარაბაღში განლაგებულმა რუსულმა სამშვიდობო კონტინგენტმა საკუთარ ამოცანას თავი ვერ გაართვა და რუსეთს ფაქტიურად აღარ შეუძლია გავლენის მოხდენა აზერბაიჯანზე.

 

“თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების არყოფნის შემთხვევაში მდგომარეობა უკეთესი იქნებოდა”.

 

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორდება.

 

“ვხედავთ, რომ რუსეთი თავად გადის რეგიონიდან, იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რასაც დგამს ან არ დგამს. ლაჩინის კორიდორი, რომელიც რუსი სამშვიდოებოების კონტროლქვეშ უნდა იყოს, არ იმყოფება მათ კონტროლქვეშ. მიზეზი ორია: ან რუსეთს არ შეუძლია, ან არ სურს ლაჩინის კორიდორის კონტროლის შენარჩუნება”, – განაცხადა ფაშინიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

მოსკოვმა რუსი სამშვიდობოები მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე სომეხი მოსახლეობის მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტად 2020 წლის მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ სამმხრივი შეთანხმების შესაბამისად განათავსა.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები