საზოგადოება

ყალბი ფული და „ექსტაზი“: საქართველოში თურქეთის მოქალაქე დააკავეს

24.11.16 20:30


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თურქეთის მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად ედება ყალბი ფულის გასაღება და ნარკოტიკული საშუალებების შენახვა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის მოქალაქემ „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში შემოიტანა და შემდეგ გაასაღა 10 400 ყალბი თურქული ლირა.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას გაყალბებულ კუპიურებთან ერთად საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე, 260-ე და 262 მუხლებით (ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება ან გასაღება, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა).

დაკავებულს ოთხიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები