მსოფლიო
21.09.23 16:40
კრემლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბოდიში მოიხადა 20 სექტემბერს ყარაბაღში რუს მშვიდობისმყოფელთა კონტიგენტის სამხედროების დაღუპვის გამო.
„ილჰამ ალიევმა ბოდიში მოიხადა და ღრმა მწუხარება გამოხატა 20 სექტემბერს ყარაბაღში რუსული მშვიდობისმყოფელი კონტინგენტის სამხედროების დაღუპვის გამო. ხაზი გაესვა, რომ მომხდარის გამოძიება მოხდება და ყველა დამნაშავე დაისჯება. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა, მატერიალური დახმარება გაუწიოს დაღუპულთა ოჯახებს“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
რუსი სამხედროების დაღუპვის შესახებ 20 სექტემბერს გახდა ცნობილი – რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათი მანქანა ცეცხლის ქვეშ მოჰყვა. რამდენი სამხედრო იყო ავტომობილში, უწყებას არ დაუკონკრეტებია.
მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ამ ეტაპზე აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებს, აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. ბაქოს ცნობით, ის “ანტიტერორისტულ ოპერაციას” ატარებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის მიზანია, სომხეთი ჩაითრიოს საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა მთიან ყარაბაღში არ იმყოფებიან სომხური დანაყოფები.
20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი და საქართველო ევროპაში ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია
18:2506.12.23
-
გერმანიაში საქართველოს კულტურულ ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
18:0006.12.23
-
17:2506.12.23
-
მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა
17:0006.12.23
-
16:4006.12.23
-
16:2006.12.23
-
შალვა პაპუაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა
16:0006.12.23
-
15:4006.12.23
-
15:2006.12.23
-
15:0006.12.23
-
14:4006.12.23
-
14:2006.12.23
-
10 დეკემბრამდე საქართველოში თოვლი და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი
14:0006.12.23
-
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
13:4006.12.23
-
13:2006.12.23
-
13:0006.12.23
-
12:4006.12.23
-
12:2006.12.23
-
12:0006.12.23
-
11:1506.12.23
-
მიზეზი ვენესუელას მიერ სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტების აღიარებისა მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი
10:3006.12.23
-
10:1506.12.23
-
მიზეზი ვენესუელას მიერ სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტების აღიარებისა მხოლოდ ახლა ხდება ცნობილი
10:0006.12.23
-
18:0005.12.23
-
17:4005.12.23
-
17:2005.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
17:0005.12.23
-
16:4005.12.23
-
16:2005.12.23
-
16:0005.12.23
-
15:4005.12.23
-
14:3005.12.23
-
14:0505.12.23
-
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნორვეგიის ახალ ელჩს შეხვდა
12:4505.12.23
-
12:2005.12.23
-
ირაკლი კობახიძე დღეიდან ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს
12:0005.12.23