საზოგადოება

საქართველოში ექიმები რჩევებს ინტერნეტით გასცემენ

25.11.16 16:35


მსგავსი ორგანიზაცია საქართველოში აქამდე არ არსებობდა. მის შეექმნას სახელმწიფო პროგრამა „სტარტაპ-საქართველო“ ეხმარება. პროექტის ავტორმა ბიზნესმენმა არჩილ სიველიძემ Sputnik-საქართველოს საკუთარ სტარტაპზე მოუთხრო.

ექიმი კავშირზე ონლაინ კლინიკა — ეს სპეციალური ვებგვერდია, რომელზეც რეალურ დროში ექიმის კვალიფიციური კონსულტაციის მიღებაა შესაძლებელი. როგორც წესი, ასეთ კლინიკებში სხვადასხვა პროფილის ექიმთან შეიძლება გასაუბრება: თერაპევტთან, კარდიოლოგთან, ფსიქოთერაპევტთან და სხვ.

ონლაინ-კლინიკა გასცემს არა მხოლოდ რჩევებს, არამედ ყველანაირად შეუწყობს ხელს პაციენტს ჰოსპიტალიზაციის ყველა ეტაპზე, დაეხმარება ადამიანს საჭირო სპეციალისტთან გადამისამართებაში, შესაბამისი პროფილის კლინიკის მოძებნაში, აუცილებელი ანალიზების გაკეთებაში.

„საქართველოში მაინც ძნელია განსაზღვრულ ექიმთან მიმართვის მიღება. პაციენტთან მისული სასწრაფო დახმარების ბრიგადა არ ეკითხება მას, სად გადაიყვანოს. იმისათვის, რომ ადამიანი კონკრეტულ კლინიკაში მოხვდეს, იქ ნაცნობი ექიმი უნდა ჰყავდეს. ჩვენ დავეხმარებით ჩვენს კლიენტებს, რომ მოხვდნენ იმ საავადმყოფოში, სადაც თავად სურთ“, — აცხადებს არჩილ სიველიძე.

რჩევების ძიება ღამით

„ერთხელ მეუღლემ ღამით გამაღვიძა და მითხრა, ბავშვი ცუდადააო. აღმოჩნდა, რომ ძალიან სტკიოდა ყური. ავფორიაქდით, არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. სასწრაფოში თუ დარეკავ, მაშინვე ჰოსპიტალიზაციას შემოგთავაზებენ“, — თქვა არჩილ სიველიძემ. მისი თქმით, ფორსმაჟორული ვითარების გამო, ოჯახმა ინტერნეტის მეშვეობით მოიძია ნაცნობებსა და მეგობრებში რჩევები, მაგრამ მათაც განსხვავებული და ერთმანეთის გამომრიცხავი რეკომენდაციები მისცეს. „ერთნი ამბობდნენ, ცხელი საფენები დაადეო, მეორენი — ცივიო, ვიღაც მარილს მირჩევდა, ვიღაც კი კატეგორიულად გვიკრძალავდა ამას… არადა, ბავშვი ტირის, ყურის სტკივა. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე?!“ — გაგვიზიარა არჩილ სიველიძემ განცდები.

სწორედ მაშინ დაებადა მას ონლაინ-კლინიკის დაარსების იდეა, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებდა და ადამიანი კვალიფიციური რჩევის მიღებას შეძლებდა შინიდან გაუსვლელად.

მალე ველოდებით დღეისათვის ონლაინ-კლინიკის დაარსებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. პაციენტი ექიმს ვიდეოზარით დაუკავშირდება ვებგვერდიდან, სადაც ასევე იქნება ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზა, მომხმარებლის პირადი გვერდი (ანკეტა) და სპეციალისტების ძირითადი რჩევები და რეკომენდაციები. კომპანიის შტატში, სავარაუდოდ, რამდენიმე ექიმი იქნება, რომლებიც 24/7 რეჟიმში იმუშავებენ სამ ცვლად. პირველი კონსულტაცია უფასო იქნება. შემდგომში იგეგმება ყოველთვიური აბონემენტის შემოღება, რომელიც 15-20 ლარი ეღირება, რაც მომსახურებას მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გახდის.

წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 7696


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები