საზოგადოება
25.11.16 18:15
წელს, 10 თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის პირობებში 13 ქალია მოკლული. – ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კვლავ მაღალია ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილი ძალადობის რიცხვი. პოლიციამ 2000-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენა დაცვის ღონისძიება.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, მისასალმებელია გასულ წლებთან შედარებით ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და მათზე რეაგირების მაჩვენებლის გაზრდა, თუმცა პრობლემის მასშტაბების და სიმძაფრის გათვალისწინებით შესაძლო რისკების პრევენციის და თითოეულ შემთხვევაზე რეაგირებისთვის უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.
”ჩვენი შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში არ ხდება ძალადობის განმეორების რისკის შეფასება და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შემუშავება. არსებული გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის საქმეთა შესწავლისას გათვალისწინებული იყოს ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით არსებული მძიმე ვითარება და ყველა შემთხვევაზე ქმედითი ღონისძიებები გატარდეს”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავრობას და პარლამენტს ხელი შეუწყონ და დააჩქარონ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხებზე ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირებას. უჩა ნანუაშვილი იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, მოახდინონ ფემიციდის, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის დეფინიციის განსაზღვრა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში.
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის, ერიკა კვაპილოვას განცხადებით, უნდა შეიქმნას ფემიციდის მონიტორინგის სისტემა, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს არა მარტო ამგვარი ფაქტების, არამედ მათი გამოძიების და დამდგარი განაჩენის შესახებ.
სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, იგი უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის მიზეზებსა და შედეგების შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის დუბრავკა სიმონოვიჩის 2015 წლის მოწოდებას გაერო-ს წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომლის მიხედვითაც აუცილებელია მთავრობამ მიზანმიმართულად იმუშაოს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე და ამ მიზნით შექმნას გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობებზე ზედამხედველობის სისტემა, იგივე მონიტორინგის სისტემა და ყოველი წლის 25 ნოემბერს წარმოადგინოს შემთხვევათა დეტალური ანალიზი.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0029.04.24
-
იენს სტოლტენბერგი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია, უკრაინა ნატოს წევრი გახდება
17:3729.04.24
-
17:1529.04.24
-
უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
16:5029.04.24
-
16:2829.04.24
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა
16:0029.04.24
-
2 მაისს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
15:3729.04.24
-
კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
15:1429.04.24
-
შსს-ს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დაკავებული
14:4229.04.24
-
14:1129.04.24
-
13:4629.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
13:2529.04.24
-
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება
13:1929.04.24
-
12:5529.04.24
-
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში დღეს აქცია გაიმართება
12:2329.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - არის დრო ერთად დგომის და შემართების
12:0029.04.24
-
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ
11:4029.04.24
-
11:2029.04.24
-
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება
11:0029.04.24
-
10:3429.04.24
-
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო
10:1029.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
9:4429.04.24
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24