საზოგადოება

რუსეთის მოქალაქეებს შორის „გოდერძი“ სათხილამურო კურორტების ტოპ-ხუთეულშია

25.11.16 22:10


ქართული ზამთრის კურორტი „გოდერძი“ რუსეთისა და „ახლო საზღვარგარეთის“ სწრაფად განვითარებადი სამთო-სათხილამურო კურორტების ტოპ-ხუთეულში შევიდა. ამაზე რუსული სასტუმროების ძებნის სერვისის RoomGuru.ru მონაცემები მეტყველებს.

RoomGuru.ru-მ გამოავლინა ტურისტებს შორის საახალწლოდ პოპულარული სამთო-სათხილამურო კურორტები და დასასვენებელი კომპლექსები. რეიტინგი შედგენილია გასულ წელს სასტუმროების მოძიებისა და დაჯავშნის წინა წელთან შედარებით ზრდის მონაცემების, ასევე კურორტის ტრასებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.

ახალი კურორტი „გოდერძი“ აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის სანაპიროდან 100 კილომეტრში მდებარეობს. კურორტმა პირველ სტუმრებს 2015 წელს უმასპინძლა.

RoomGuru.ru სერვისის მონაცემებით, „გოდერძის“ გარდა პირველ ხუთეულში შევიდა „სვიიაჟსკიე ხოლმი“ (ყაზანი), „არხიზი“ (ყარაჩაი-ჩერქეზეთი), ტუფანგა (აზერბაიჯანი) და „სოროჩანი“ (მოსკოვის ოლქი).

კურორტების ათეულს ხურავენ „სოლნეჩნაია დოლინა“ (ჩელიაბინსკის ოლქი), „გორნი ვოზდუხ“ (სახალინი), „ხოლდომი (ხაბაროვსკის ოლქი), „ბირიუზოვაია კატუნი“ (ალტაი) და „ხვალინსკი“ (სარატოვის ოლქი). World Travel Awards-ის პრემიის მონაცემებით, ბოლო სამ წელიწადში RoomGuru.ru მსოფლიოში სასტუმროების საუკეთესო საძიებო ვებ-გვერდად არის აღიარებული.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 4150


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები