საზოგადოება

ყაზბეგის გამზირზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

28.11.16 15:05


თბილისში, ყაზბეგის გამზირზე შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს და მას პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 5536


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები