მსოფლიო

“სომხეთში ანტირუსული განწყობები არასამთავრობოების მუშაობის შედეგია”

12.10.23 16:00


“რაც შეეხება ანტირუსულ განწყობებს სომხეთში, ეს დიდწილად ხელოვნულად კეთდება”.

 

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დსთ-ს საგარეო მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

 

“ჩვენ ვიცით იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სომხეთში ბოლო წლებში იყო შექმნილი, თუმცა, წინა წლებშიც არ იყო ნაკლებობა. ეს ორგანიზაციები არ იქმნება სომხეთსა და რუსეთს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების მიზნით. პირიქით, მათი მიზანია, ანტირუსული განწყობებისთვის ნიადაგის მომზადება და რეგიონში, სომხეთის გზით აშშ-ს, ევროკავშირისა და NATO-ს წევრების ინტერესების გასატარება. ამ მცდელობებით ისინი აღწევენ გარკვეულ შედეგებს”.


სომხეთში უკანასკნელ პერიოდში ჩატარებული კვლევებით, წლიდან წლამდე იზრდება რუსეთის, როგორც საგარეო საფრთხედ აღქმის მაჩვენებელი.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები