საზოგადოება

სამართალდამცველებმა საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

28.11.16 16:10


საქართველოს მოქალაქე დააკავეს საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე, რომელიც საქართველოში ჰეროინის შემოტანას ცდილობდა, იტყობინება შსს-ს პრესსამსახური.

ბრალდებული, 1983 წელს დაბადებული ნ. ვ. „წითელ ხიდზე“ დააკავეს. პირადი ჩხრეკისას დაკავებულს აღმოუჩინეს ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზის თანახმად 0,18 გრამ ჰეროინს შეიცავდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში არაერთგზის უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ვ.-ს ნარკოტიკული საშუალება საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მას 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1090


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები