მსოფლიო

“ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრამ არ იმუშავა”

16.10.23 11:00


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სტეპანაკერტში [ხანქენდი – მთიანი ყარაბაღის დედაქალაქის აზერბაიჯანული დასახელება] აზერბაიჯანული დროშის აღმართვისას გამოსვლის დროს ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ გაამართლა მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის გზამ.

 

“აზერბაიჯანელმა ხალხმაც კარგად იცის და დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საზოგადოებამაც, რომ სომხეთ-აზერბაიჯანუის, მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი გზით გვინდოდა. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში მე თავად ვმონაწილეობდი მრავალრიცხოვან უაზრო და უნაყოფო მოლაპარაკებებში. რატომ? იმიტომ, რომ ვფიქრობდი, ეს საკითხი მშვიდობიანი გზით უნდა გადაჭრილიყო. თუმცა, მოლოდინები თანდათანობით ქრებოდა. სომხეთის ოკუპაციური პოლიტიკის განმეორებით ანალიზით, დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ისინი გოჯი მიწის დაბრუნებასაც არ გეგმავდნენ”.

 

ალიევმა 19 სექტემბრის შემდეგ დაკავებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიები, მათ შორის მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი 15 ოქტომბერს მოინახულა და აზერბაიჯანის დროშა აღმართა. ამავე დღეს, თავის გამოსვლაში, ალიევმა განაცხადა, რომ ზოგიერთი შუამავალი ცდილობდა ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანი გადაჭრის გზები ეპოვა და “კონფლიქტი სამუდამოდ გაეყინა”.

 

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო.

 

დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე.

 

ალიევმა ხანქენდში [სომხური დასახელება  – სტეპანაკერტი], რომელიც 19 სექტემბრის შემდეგ დაიკავა, 15 ოქტომბერს კომენდანტის რეჟიმი გამოაცხადა და შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები