ეკონომიკა

მნიშვნელოვანია, ჩვენი ეკონომიკა ეროვნული ვალუტით იყოს დაკრედიტებული - ქუმსიშვილი

28.11.16 16:35


„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენი ეკონომიკა დაკრედიტებული იყოს ეროვნული ვალუტით და ნაკლებად იყოს დამოკიდებული ვალუტის რყევებზე“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე და მისი შევსების წყაროებზე.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პირველი ორი კვარტლის მონაცემით, 10.6%-ით გაიზარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წელთან შედარებით, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ამავდროულად, მთავრობა წლის ბოლომდე ელოდება 1.6 მილიარად აშშ დოლარზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას, რაც საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე მეტი იქნება და დადებითი მაჩვენებელია.

ფინანთა მინისტრობის კანდიდატი, ასევე, შეეხო უცხოეთიდან ფულადი გზავნილების საკითხს, რომელიც ლარის გამყარების კიდევ ერთი მიმართულებაა. მისი თქმით, ამ კუთხით ტენდენცია დადებითია. ფულადი გზავნილები, ძირითადად, შემოდის რუსეთიდან, საბერძნეთიდან და სხვა მიმართულებებიდან. ბოლო სამი თვის განმავლობაში სახეზეა მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები, რაც ასევე, დადებითად აისახება ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე.

დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ორ ფაქტორზე, რომელიც ასევე მოქმედებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე. მისი თქმით, ბოლო პერიოდში კომერციულ ბანკებში შეინიშნება სამომხმარებლო სესხების 20%-იანი ზრდა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ბიუჯეტის თანაბარი ხარჯვა. „წელს ჩვენ ბიუჯეტის თანაბარი ხარჯვა გვაქვს და რა თქმა უნდა, შემდეგ წლებშიც აღნიშნული პოლიტიკა გაგრძელდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები