საზოგადოება

გლდანის რაიონში ორი ახალი სკვერი გაიხსნა

28.11.16 17:30


თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან და გლდანის რაიონის გამგებელთან დიმიტრი ორმოცაძესთან ერთად, გლდანის მე-2 მ/რ-ში ორი ახალი სკვერი გახსნა. სკვერების გახსნას პარლამენტისა და საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები კობა კობალაძე და გულია გოცირიძე დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში, სკვერებში დაიგო დეკორატიული ფილები, მოეწყო საბავშვო და სავარჯიშო ზონები, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები, დაიდგა სკამები და დეკორატიული სანაგვე ურნები; მოეწყო ბეტონის ბორდიურები და ლითონის დეკორატიული ღობე.

გარდა სკვერებისა, თბილისის მერი გლდანში ახლად მოწყობილ სამ ახალ სპორტულ მოედანზე ჩატარებულ სამუშაოებსაც გაეცნო. დავით ნარმანია მოსახლეობასაც შეხვდა და მათ რაიონში დაგეგმილ სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.

„გლდანის სხვადასხვა მიკრორაიონებში დავასრულეთ სკვერების კეთილმოწყობა და გავაკეთეთ ბავშვთა სათამაშო მოედნები. დღეს ვიბარებთ ყველა შესრულებულ სამუშაოს და ვესაუბრებით მოსახლეობას სამომავლო საჭიროებების შესახებ, რათა ის, რაც კიდევ გვინდა გავაკეთოთ, მომდევნო წლის პროგრამებში იყოს გათვალისწინებული,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

2016 წლის მონაცემებით, გლდანის რაიონში სულ 11 ახალი სკვერი და 24 სპორტული მოედანი გაკეთდა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები