საზოგადოება

მკვლელობა ლანჩხუთში- 45 წლამდე მამაკაცი დანით დაჩეხილი იპოვეს

28.11.16 18:15


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში მკვლელობა მოხდა. 45-წლამდე მამაკაცი დღეს დილით სოფელში ერთ-ერთ უბანში დანით დაჩეხილი იპოვეს.

ადგილობრივების თქმით გარდაცვლილი ამავე სოფლის მკვიდრია. მას დანით მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული, პირში კი მიწა და ბალახი ჰქონდა ჩაყრილი.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი გუშინ მეზობლის მამაკაცთან ერთად გვიანობამდე ქეიფობდა. სავარაუდოდ, ჩხუბი ერთმანეთში სუფრის წევრებს მოუვიდათ.

მამაკაცი, ვინც მეზობელი დანით დაჩეხა, პოლიციას თავისი ნებით ჩაბარდა.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 1378


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები