პოლიტიკა

პარლამენტში ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა გაგრძელდება

28.11.16 18:45


თავდაცვისა და და უშიშროების კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ახალ, მე-9 მოწვევის პარლამენტში მთავრობის იმ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის განხილვა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ლიბერალიზებას და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ნაცვლად ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

პროექტი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ცვლილებების შეტანას გულისხმობს. საკანონმდებლო პაკეტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ წარუდგინა და შინაარსი გააცნო.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 847


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები