მსოფლიო

მოსკოვი სომხეთსა და აზერბაიჯანს საზღვრების დელიმიტაციაში დახმარებას სთავაზობს

24.10.23 15:20


“ორივე მხარე თანხმდება იმას, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის, ეს კი მთავარი გადაუჭრელი პრობლემა გახლდათ. დღეს მხოლოდ პრაქტიკული ნაბიჯებია დარჩენილი ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისთვის – პირველ რიგში, ესაა სამშვიდობო შეთანხმება, საზღვრების დელიმიტაცია და სატრანსპორტო კომუნიკაციების დალაგება”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თეირანში 3+3 ფორმატის მინისტერიალის დროს.

 

მისივე თქმით, რუსეთს მაკოორდინირებელის როლი აქვს ყველა ზემოთჩამოთვლილი პროცესში და სწორედ ის ეხმარება მხარეებს დარჩენილი საკითხების გადაჭრაში.

 

რაც შეეხება აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციას, ლავროვის თქმით, მოსკოვი მზადაა რეალურად დაეხმაროს ამ პროცესის ჩაშვებას და იმის მიუხედავად, რომ უკანასკნელი წლის განმავლობაში, როგორც ევროპული საბჭო, ასევე, აშშ ცდილობდნენ დელიმიტაციის პროცესში ჩანერგვას, სწორედ რუსეთის ფედერაციას აქვს საბჭოთა დროის რუკები, რომელიც დელიმიტაციის პროცესისთვის არის საჭირო.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები