მსოფლიო

“მოსკოვი ერევნისგან ფაშინიანის ინტერვიუზე განმარტებას მოელის” – პესკოვი

27.10.23 13:40


“მოსკოვი ერევნისგან მოელის ინფორმაციას იმაზე, თუ რას გულისხმობდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი “უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობის დივერსიფიცირების” შესახებ”,-  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

 

“სომხეთი ეძებს ახალ პარტნიორებს, ვინაიდან მოსკოვმა არ შეასრულა მოკავშირის ვალდებულებები, განსაკუთრებით, აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე კონტროლის დამყარების პროცესში”, – ამის შესახებ The Wall Street Journal (WSJ)-თან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.


“ამ შემთხვევაში, ჩვენ The Wall Street Journal-ს პირველწყაროდ ვერ განვიხილავთ, ამიტომაც ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა ისაუბრა ბატონმა ფაშინიანმა. და, რა თქმა უნდა, სიგიჟეა, რუსეთი და სომხეთი გაზეთის მეშვეობით, მითუმეტეს Wall Street Journal-ით საუბრობდნენ. ამიტომ, ჩვენ ჩვენს სომეხ მეგობრებთან დიალოგს ვაგრძელებთ”.

 

The Wall Street Journal-ში ფაშინიანის ინტერვიუს გამოეხმაურა მარია ზახაროვაც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, და ერთი მხრივ, ფაშინიანი და  მეორე მხრივ, დასავლეთი “პროვოკაციულ კითხვებზე პასუხების ამოქაჩვისთვის” გააკრიტიკა.

 

ამასთან,  მისივე ცნობით, 25 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის დროებითი რწმუნებული იყო გამოძახებული სომხეთის საინფორმაციო სივრცეში ანტირუსული კამპანიისა და რუსეთის ხელისუფლებისა და რუსი სამშვიდობოების მისამართით სომხეთში გასული “ოდიოზური პუბლიკაციების”გამო.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები