მსოფლიო

იორდანიამ ღაზის სექტორში სამედიცინო დახმარება პარაშუტებით გაგზავნა

06.11.23 10:45


იორდანიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორს სამედიცინო დახმარება პარაშუტების გამოყენებით მიაწოდეს. ამის შესახებ იორდანიის მეფე აბდულა X (Twitter)-ში წერს.

 

მისი თქმით, დახმარების მიწოდება ღაზაში ღამის საათებში განხორციელდა. სამედიცინო ინსტრუმენტები და მედიკამენტები იორდანიულ საველე ჰოსპიტალში პარაშუტების დახმარებით გაიგზავნა.

 

„ეს ჩვენი ვალია - დავეხმაროთ ჩვენს ძმებსა და დებს, ღაზაში ომის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენ ყოველთვის ვიდგებით ჩვენი პალესტინელი ძმების გვერდით“,- წერს მეფე აბდულა.

 

ghn.ge

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები