მსოფლიო

კიშინიოვის მერის არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა

06.11.23 13:35


მოლდოვაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგებს აჯამებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერის არჩევნებში „ეროვნული ალტერნატიული მოძრაობის“ (MAN) კანდიდატმა იონ ჩებანმა გაიმარჯვა.

 

იონ ჩებანმა ამომრჩეველთა ხმების 50,62% მიიღო, მის უახლოეს მდევარს („მოქმედება და სოლიდარობის“) კანდიდატს, ლილიან კარპს ხმათა 28,23% აქვს. დანარჩენი კანდიდატების მაჩვენებელი 5%-ს არ აღემატება.

 

ამომრჩეველთა აქტივობამ მოლდოვის დედაქალაქში 40,9% შეადგინა.

 

imedinews.ge

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები