მსოფლიო

სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთი და ჩინეთი სამხედრო ბლოკს არ ქმნიან

08.11.23 12:35


რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთი და ჩინეთი სამხედრო ბლოკს არ ქმნიან. ეს განცხადება სერგეი შოიგუმ მოსკოვში, ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

„ზოგიერთი დასავლური აგრესიული სახელმწიფოსგან განსხვავებით, ჩვენ სამხედრო ბლოკს არ ვქმნით. რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობები არის სტრატეგიული ურთიერთქმედების მაგალითი, რაც ნდობასა და პატივისცემაზე არის დაფუძნებული“, – განაცხადა შოიგუმ.

 

სერგეი შოიგუს თქმით, ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს განიხილავენ.

 

1tv.ge

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები