მსოფლიო

ჰეზბოლა ამბობს, რომ თუ ისრაელი დაბომბვას გააგრძელებს, რეგიონული ომი დაიწყება

09.11.23 11:40


ჰეზბოლას ლიდერები ამბობენ, რომ თუ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა არ შეჩერდება, შუა აღმოსავლეთში უფრო მასშტაბური ომის საფრთხე იზრდება.

 

შეიხ ნაიმ ყასემი, რომელიც ჰეზბოლაში, ჰასან ნასრალას შემდეგ მეორე პირია, BBC-სთან ამბობს, რომ რეგიონში, შესაძლოა, ძალიან სერიოზული და საშიში მოვლენები განვითარდეს.

 

"საფრთხე რეალურია, რადგან ისრაელი [ღაზის] მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ აგრესიას ზრდის და უფრო მეტ ქალსა და ბავშვს კლავს. განა შესაძლებელია, ეს გაგრძელდეს ისე, რომ რეგიონს რეალური საფრთხე არ შეუქმნას? ჩემი აზრით, არა", — თქვა ყასემმა.

 

ღაზაში ომს უკვე 10500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 4300-ზე მეტი ბავშვია.

 

 

on.ge

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები