მსოფლიო

დევიდ ქემერონი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება

13.11.23 15:40


გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი დევიდ ქემერონი იქნება, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქვეყანას 2010-2016 წლებში, „ბრექსიტამდე“ ხელმძღვანელობდა.

 

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა შინაგან საქმეთა მინისტრის სუელა ბრეივერმანის გათავისუფლებით დაიწყო. მისი პოსტი უკვე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ გადაიბარა.

 

ასევე, თანამდებობა დატოვა განათლების მინისტრმა და პოსტიდან წასვლა ითხოვა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები