პოლიტიკა

ახალი მინისტრთა კაბინეტი პირველ სხდომას მართავს

29.11.16 19:40


ახალი მინისტრთა კაბინეტი პირველ სხდომას მართავს. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შეტანილია 10 საკითხი, თუმცა მათ შორის, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არ არის.

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2016-2020” ნდობა 26 ნოემბერს გამოუცხადა.

”ქართული ოცნების“ მთავრობაში ცვლილებები ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით განხორციელდა. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ხადური დიმიტრი ქუმსიშვილმა შეცვალა. ეკონომიკის მინისტრის პოსტი კი გიორგი გახარიამ დაიკავა.

ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტმა ნოდარ ჯავახიშვილის ნაცვლად, ზურაბ ალავიძის კანდიდატურა დაამტკიცა. მთავრობაში, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე დაბრუნდა კახა კალაძე. მთავრობის ახალი წევრია ”თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ჩაიბარა. მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ არსებებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 1216


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები