ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი - ტურიზმის აღდგენამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ეკონომიკურ, ისე მიმდინარე ანგარიშის აღდგენაში

15.11.23 16:15


ტურიზმის აღდგენამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ეკონომიკურ, ისე მიმდინარე ანგარიშის აღდგენაში, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 წელს რეკორდული 3,5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

„აღსანიშნავია, რომ ტურიზმიდან შემოსავლები კვლავ ზრდას განაგრძობს და მხოლოდ 2023 წლის ცხრა თვის მდგომარეობით, ტურიზმიდან იმდენივე შემოსავალი მივიღეთ, რაც 2019 წელს მთლიანად და 28 პროცენტით მეტი, ვიდრე 2019 წლის პირველ ცხრა თვეში. ჩვენი შეფასებით, ტურიზმი მომდევნო წლებშიც გააგრძელებს დადებითი წვლილის შეტანას როგორც ეკონომიკურ ზრდაში, ისე საგარეო ბალანსის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები