მსოფლიო

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა „ძაფზე ჰკიდია“ - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო  

16.11.23 14:40


რუსეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური კავშირების აღდგენის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები დაძაბულია [წერენ, რომ „ძაფზეა ჩამოკიდებული“] და ამის მიზეზად ვაშინგტონის „რუსოფობიურ პოლიტიკას“ასახელებენ, რაც მათი მტკიცებით, არის ყველაზე ღრმა კრიზისის მთავარი მიზეზი რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში. ამის შესახებ TASS წერს.

 

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის პოლიტიკური წრეები „უიმედოდ და უაზროდ არიან ორიენტირებული რეჟიმის შეცვლაზე და რუსეთში შიდა დაპირისპირების გაღვივებაზე, პროექტებით, რომელშიც სოლიდური თანხები იდება“.

 

ასევე აღნიშნავენ, რომ ამერიკას და რუსეთს ჰქონდათ თანამშრომლობის კარგი ისტორია, რომელიც პატივისცემასა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნებოდა. 

 

„სწორედ ეს პრინციპები დაედო საფუძვლად 1933 წლის შეთანხმებას ორმხრივი დიპლომატიური კავშირების აღდგენის შესახებ, რომელიც რჩება სრულად აქტუალური ამ უპრეცედენტო ვითარებაში“, - წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

 

newshub.ge

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები