ეკონომიკა
17.11.23 16:40
17 ნოემბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმდა ორი სასესხო შეთანხმება, რომლითაც ADB-ი საქართველოს გამოუყოფს, დაახლოებით, 45 მილიონი ევროს ოდენობის სესხს კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა/პროექტის განსახორციელებლად. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასესხო შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამიმ.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.
კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სისტემების გაძლიერებას. კერძოდ, კახეთის რეგიონში, ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხისა და მასთან დაკავშირებული სარწყავი სისტემის მოდერნიზაციას.
კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა მოიცავს საირიგაციო პოლიტიკისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად ქვეყნის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას, წყლის ეფექტურად გამოყენების გაუმჯობესებას, სარწყავი სისტემის ფინანსური მდგრადობის მისაღწევად მმართველობისა და მართვის კონტროლის გაძლიერებას, რათა გაიზარდოს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ეფექტურობა და სარწყავი სისტემის მდგრადობა კლიმატის ცვლილების პირობებში.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
1tv.ge
წაკითხულია : 226
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24