მსოფლიო

მედიის ცნობით, თურქული სატვირთო გემი, რომელზეც 12 მგზავრი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩაიძირა

20.11.23 10:40


„როიტერის“ ცნობით, თურქული სატვირთო გემი, რომელზეც 12 მგზავრი იმყოფებოდა, შავ ზღვაში ჩაიძირა.

 

„ქარიშხლის დროს თურქეთის სატვირთო გემი 12 მგზავრით თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ჩაიძირა. ხელისუფლებამ ეკიპაჟთან კონტაქტის დამყარება ვერ შეძლო“, – განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ.

 

როგორც „როიტერი“ წერს, რეგიონს ძლიერი შტორმი დაატყდა თავს და უამინდობამ გემის ძებნას ხელი შეუშალა.

 

„ამინდი როცა გაუმჯობესდება, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება“, – განუცხადა ერლიკაიამ ჟურნალისტებს.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები