პოლიტიკა

პარლამენტი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს

30.11.16 15:35


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა გადაწყვიტა განაახლოს ცვლილებების განხილვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც გულისხმობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით შესვლაზე პასუხისმგებლობის შერბილებას.

საქართველოში მოქმედებს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რომელიც 2008 წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. კანონის თანახმად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში შესვლა საქართველოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით ისჯება 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთითა და ჯარიმით.

მმართველი პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს სურთ საქართველო სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღონ ამ დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთით დასჯა.

„ბევრჯერ მითქვამს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი ზოგიერთ მუხლში გაუმჯობესებას საჭიროებს, იმისთვის, რათა ადამიანის უფლებები უკეთესად იყოს დაცული“, – განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ამ თემის კომენტირებისას. საპარლამენტო უმცირესობა აღნიშნული კანონის ლიბერალიზაციის წინააღმდეგია, თუმცა მას პარლამენტზე გავლენის ბერკეტები არ გააჩნია.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1531


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები