პოლიტიკა
30.11.16 16:25
“მივესალმებით განცხადებას, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველო და ევროკავშირი ერთი და იგივე ღირებულების მატარებლები არიან”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესრულების შესახებ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თაობაზე საუბრისას განაცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოცემული ანგარიში ცალსახად ხაზს უსვამს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, თავისუფალ მედიას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, მეტ პროფესიონალიზმსა და ადამიანის უფლებების უკეთეს დაცულობას.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაცია ასევე უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ევროკავშირის ბაზარზე მეტი ექსპორტის შესაძლებლობების გაჩენას.
„მინდა მივესალმო იმ ძალიან პოზიტიურ ანგარიშს, რომელიც გამოქვეყნდა ევროკავშირის მიერ. ჩვენ მივესალმებით განცხადებას, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნულია რომ საქართველო და ევროკავშირი ერთი და იგივე ღირებულების მატარებლები არიან და ერთად ზრუნავენ ევროპის უსაფრთხოებაზე, მშვიდობაზე, განვითარებაზე და სტაბილურობაზე. საქართველო მოხსენიებულია, როგორც ევროკავშირისთვის დასაყრდენი უსაფრთხოების კუთხით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გლობალურ სტრატეგიაში საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.”-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ასოცირების განხორციელების/შესრულების ანგარიში (Association Implementation Report) ასახავს 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის დეკემბრამდე პერიოდში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 133822
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24