საზოგადოება

საქართველოში უაქციზო სიგარეტის შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

30.11.16 17:30


აქციზური მარკის გარეშე, დიდი რაოდენობით თამბაქოს ჯგუფურად რეალიზაციის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, — იტყობინება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

ბრალდებულებს ქალაქ თბილისში, უკანონოდ შემოქონდათ სომხური წარმოების უაქციზო თამბაქო "Master" და მის რეალიზაციას სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში ახდენდნენ. ბრალდებულების ჩხრეკისას საგამოძიებო სამსახურმა დიდი რაოდენობით უაქციზო თამბაქო ამოიღო. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 604


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები