საზოგადოება

სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის საქართველოში სარეაბილიტაციო სახლი აშენდება

30.11.16 19:40


საქართველოში 2017 წელს კიბოს უმძიმესი ფორმით — სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო-სასტუმრო სახლის მშენებლობა იწყება.

პროექტის განხორციელების ინიციატივა „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს” ეკუთვნის, რომლის ბენეფიციართა ძირითად ნაწილს „სოლიდარობის ფონდი“ აფინანსებს.

პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობა 2017 წლის აპრილში დაიწყება და 2018 წლის ოქტომბერში დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახის წევრები სრულიად უფასოდ სარეაბილიტაციო მომსახურებას მიიღებენ.

სარეაბილიტაციო სახლი ერთდროულად 20 ბავშვსა და მათ მშობლებს მიიღებს. ასევე იმუშავებს დღის ცენტრი, სადაც 50 ბავშვი და მათი მშობლები დღის განმავლობაში საჭირო სერვისებს მიიღებენ.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 595


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები