საზოგადოება

საქართველო თურქეთში ვიზიტორების რაოდენობით მესამე ადგილზეა

30.11.16 21:25


თურქეთში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობით ოქტომბრის თვეში საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა, აღნიშნულია თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალაში.

თურქეთს ოქტომბერში საქართველოს 178,4 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც მთელი უცხოური ტრაფიკის 7,3%–ს შეადგენს. თურქეთში ვიზიტორების რაოდენობით პირველ ადგილზეა გერმანია. გასულ თვეში თურქეთს ამ ქვეყნიდან 491 ათასი მოქალაქე ეწვია, ანუ უცხოელი სტუმრების 20,04%. მეორე ადგილზეა რუსეთი – 222,7 ათასი ვიზიტორი. ეს მთლიანი ტრაფიკის 9,1%–ია.

მთლიანობაში, თურქეთში უცხოელი ვიზიტორების რიცხვი ოქტომბერში, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, 25,79%-ით შემცირდა. ამ ერთ თვეში ქვეყანაში 2,4 მლნ-ზე მეტი უცხოელი სტუმარი იმყოფებოდა.

რაც შეეხება თურქეთის მოქალაქეებს, საქართველოს ოქტომბერში ამ ქვეყნიდან 101,6 ათასი ადამიანი სტუმრობდა, რაც უცხოელების საერთო რაოდენობის 19,3%-ია. ეს მონაცემები გამოქვეყნებულია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები