საზოგადოება

საქართველოში 6 ათასზე მეტი აივ-ინფიცირებულია დარეგისტრირებული

01.12.16 16:55


2016 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 6 ათას 65 აივ-ინფიცირებულია დარეგისტრირებული, აქედან, 4 ათას 508 მამაკაცი და 1 ათას 557 ქალი, იუწყება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო–პრაქტიკული ცენტრი.

პაციენტების უმეტესობის ასაკი 29 წლიდან 40 წლამდე მერყეობს. შიდსი 3 ათას 399 ადამიანს განუვითარდა, გარდაიცვალა 1201 ადამიანი. შიდსით დაავადების პირველი შემთხვევა საქართველოში 1989 წელს დაფიქსირდა, ხოლო 2016 წელს ეს ციფრი 663-მდე გაიზარდა.

ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე მეტი აივ-ინფიცირებული თბილისშია დარეგისტრირებული — 2072, შემდეგ მოდის აჭარა — 697, სამეგრელო — 811, იმერეთი — 781, ფოთი — 95, კახეთი — 293, აფხაზეთი — 401, ქვემო ქართლი — 315, შიდა ქართლი — 213, მცხეთა-მთიანეთი — 68, რაჭა-ლეჩხუმი — 10, სამცხე-ჯავახეთი — 71, გურია — 126, სვანეთი — 24, უცხოელები — (რომლებიც საქართველოში სხვადასხვა მიზეზით: სამუშაო, სწავლა და ა.შ. იმყოფებიან) – 86 და 2 ჯერ კიდევ დაუდასტურებელი შემთხვევა (აღნიშნულმა პირებმა აივ-ინფექციაზე ანალიზი ანონიმურად გაიკეთეს და სამედიცინო მომსახურებაზე უარი განაცხადეს — რედ.).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად 1 დეკემბერს შეძენილ იმუნოდეფიციტთან – აივ/შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება (World AIDS Day).


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 496


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები