ეკონომიკა

აზერბაიჯანმა მიმდინარე წელს საქართველოს 2.5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა

13.12.23 14:40


აზერბაიჯანმა მიმდინარე წელს საქართველოს 2.5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა. ამის შესახებ მედია აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრზე, ფარვიზ შახბაზოვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

 

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის ცნობით, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში აზერბაიჯანმა ევროპაში, დაახლოებით, 11 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა, რაც გასულ წელთან შედარებით 9 პროცენტით მეტია.

 

აზერბაიჯანმა მიმდინარე წელს თურქეთს 8.7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა.

 

1tv.ge

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები