საზოგადოება

რუსთავის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე დარგვის აქცია გაიმართა

01.12.16 17:25


სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II მიერ დაფუძნებული ფონდის „გაამწვანე საქართველო“ და ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, რუსთავის წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა.

აქცია კერძო სანერგეების „ეკომარი“ და „მწვანე სახლის“ თანადგომით გაიმართა.

ტაძრის ეზოში როგორც ფოთლოვანი ისე წიწვოვანი სახეობების 50-მდე ნერგი დაირგო. მათ შორის ზეთისხილი, ჰორიზონტალური კიპარისი, ელდარის ფიჭვი, იფანი, მინდვრის ნეკერჩხალი, კავკასიური აკაკი, ღვია (გართხმული და ჩვეულებრივი) და გრაკლა.

აქციაში, რომელიც რუსთაველი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელის ლოცვა კურთხევით ჩატარდა, ადგილობრივი თვითმმართველობის, რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოებამ, პატრიარქის ნათლულებმა და ეროვნული მეცნიერებათა აკადებიის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 667


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები