საზოგადოება

კახა კალაძე: 2023 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი 825 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს

15.12.23 12:25


დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში მერიის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა.

 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 2023 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი 825 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

 

„მინდა, გაგაცნოთ ინფორმაცია იმაზე, თუ რა გავაკეთეთ მიმდინარე წელს. 2023 წელს დედაქალაქში მოწესრიგებული გზების ფართობი 825 000 კვ. მეტრს შეადგენს. ამავე წელს თბილისის მუნიციპალიტეტში რეაბილიტირდა 590 ქუჩა, გამზირი, აღმართი, ხიდი, დამატებით მოეწყო 22 ახალი ქუჩა, კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 26 ქუჩაზე, ორმოული შეკეთების სამუშაოები კი - 742 ობიექტზე. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული ფინანსური ხარჯი შეადგენს - 100 მილიონზე მეტ ლარს.

 

გარდა ამისა, 26 მილიონი ლარი იქნა მიმართული ავარიული შენობა-ნაგებობების გასამაგრებლად (58 შენობა-ნაგებობა). საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებისთვის კი, მიმდინარე წელს დაიხარჯა 33 მილიონი ლარი.

 

მათ შორის, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს წარმოადგენს ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდური გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები; დიდუბის რაიონში, შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია; მდინარე მტკვარზე მდებარე „მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

imedinews.ge

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები