საზოგადოება

ილია ღუდუშაური: 2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს სრულად დავაფინანსებთ

21.12.23 11:50


ყველა იმ ადამიანს, ვისაც სახელმწიფო ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს გარკვეული ლიმიტების ფარგლებში უფინანსებდა, 2024 წლიდან სრულად, მთელი წლის კურსს დაუფინანსებს. ვფიქრობ, ეს ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი გამარჯვებაა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა.

 

მისი განმარტებით, პროგრამის გაფართოების შესაძლებლობა იმ რეფორმების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ბოლო 2 წლის განმავლობაში, აქტიურად ახორციელებს. მათ შორის არის თურქული ბაზრის გახსნა და წამლებზე დაწესებული რეფერენტული ფასები.

 

„რეფერენტული პოლიტიკითა და თურქული ბაზრის გახსნით, საქართველოს მოქალაქეებმა, ჯამში, 300-400 მილიონი ლარი დაზოგეს. წლიურ ჭრილში რომ ვისაუბროთ, გარკვეულ მედიკამენტებზე ფასები 80%-თაც შემცირდა. თუმცა, როგორც ვვარაუდობდით, საშუალოდ 40%-ით არის შემცირებული, რაც ვფიქრობ, საკმაოდ დიდი წარმატებაა“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

 

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები